LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლესტერის ფანები მიწისძვრას იწვევენ

14

გოლის აღნიშვნისას „ლესტერის“ გულშემატკივრები ქალაქში მიწისძვრას იწვევენ.

ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტებმა 0.3 ბალის მაგნიტუდის სეისმური აქტივობა გამოავლინეს, როდესაც „მელიებმა“ „ნორვიჩის“ კარში გოლი გაიტანეს.

27-ე ტურის მატჩი, „ლესტერმა“ საშინაო არენაზე 1:0 მოიგო და ეს ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე ლეონარდო ულოამ გაიტანა. გულშემატკივრები ისეთ ექსტაზში მოვიდნენ, რომ სტადიონის მიმდებარე რაიონში მცირე მიწისძვრა გამოიწვიეს.

„მონაცემები გავაანალიზეთ და ვნახეთ სერიოზული რყევები საფეხბურთო მატჩების დროს. დავაფიქსირეთ მცირე მიწისძვრა, რაც გამოიწვია ფანების მხრიდან ენერგიის მკვეთრმა გამოხატვამ“, – სტუდენტ რიჩარდ ჰოილის სიტყვები The Guardian მოყავს.

სხვათა შორის, „ლესტერისა“ და „ვესტ ბრომვიჩის“ (2:2) მატჩისას, გამოვლინდა 0.1 ბალის მიწისძვრა დენი დრინკუოტერის გოლის გატანისთანავე.

შეგახსენებთ, „ლესტერი“ სუპერსენსაციურად ინგლისის პრემირლიგას ლიდერობს, უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებს, ჩემპიონატის დასრულებამდე კი 9 ტურია დარჩენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები