LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლესტერი კვირკველიაში 2018 წელს 10 მლნ ევროს იხდიდა

107
Lester-ne-sobiraetsya-priobretat-Kverkveliyu

ქართველი ფეხბურთელის საბა კვირკველიას აგენტი მამუკა ჯუღელი მოყვა, რომ „ლოკომოტივის“ მცველმა 2018 წლის ზაფხულში „ლესტერში“ გადასვლაზე უარი თქვა.
ჯუღელთან ინტერვიუ რუსულ სპორტულ საიტზე გავრცელდა.

კვირკველია ამბობდა, რომ თქვენ „ლესტერთან“ გქონდათ კავშირი. რატომ არ გადავიდა?

უარი თქვა, უნდოდა ჩემპიონი გამხდარიყო.

პრემიერლიგაში თამაში მისთვის რუსეთის ჩემპიონობის ტოლფასია?

ეს კვირკველიას კითხეთ. მე კი ზუსტად გეუბნებით, თავად თქვა უარი. მითხრა: „კიდევ 6 თვე დავრჩები, არ დავაღალატებ სიომინს, მან ბევრი გააკეთა ჩემთვის. მინდა, რომ „ლოკომოტივი“ ჩემპიონი გახდეს“.

ხვიჩა კვარაცხელიას ლონდონის არსენალი უყურებს

ვინ შეცდა: ლოკომოტივი თუ ხვიჩას აგენტი?

რამდენს გთავაზობდნენ?

ათ მილიონს, ოფიციალური ფურცელი გამოაგზავნეს.

ღირს ის ამდენი?

ჩემთვის ის 150 მილიონი ღირს.

კიდევ ექნება კვირკველიას ინგლისში წასვლის შანსი?

ის 27 წლისაა, არ ნებდება და ვფიქრობ, თავის დროზე გაუვარდება კიდეც. მან კარგად იცის საკუთარი თავი და სჯერა, რომ კიდევ ექნება კარგი წინადადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები