LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლექსუსმა ისწავლა როგორ მართოს ავტომობილი მძღოლის დახმარების გარეშე

41

სისტემა რომელიც ავტომობილს მძღოლის გარეშე გადაადგილებაში დაეხმარება (Highway Teammate) სატესტო რეჟიმში ლექსუსის ბაზაზე, იქნა დამონტაჟებული Lexus GS-ზე.

ტექნოლოგია მთელი რიგი დაჩიკებით აკონტროლებს სიტუაციას და რადარების მეშვეობით დიდი დიაპაზონით შეუძლია მხედველობა და ძირითადად ნავიგაციის სისტემის საშუალებით მოქმედებს.

სისტემის გამოცდა ტოკიოში მიმდინარებს. ავტოპილოტის აქტივაციისთვის, მძღოლს მხოლოდ სისტემის გადართვა მოუწევს, მიუთითებს დანიშნულების ადგილს, რის შემდეგაც სისტემად თავად დაიწყებს თვლების კონტროლს.

 

 

სისტემის მიმართ მოლოდინი საკმაოდ დიდია. როგორც აცხადებენ Highway Teammate გახდება ფუნდამენტი უპილოტო ავტომობილებისა. სერიულ წარმოებაში ასეთი ტიპის ავტომობილები სავარაუდოდ 2020 წელს ჩაეშვება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ იაპონელები არ არიან უპილოტო ავტომობილის იდეის პიონერები. ასეთი სისტემის შექმნაზე დიდი ხანია მუშაობს აუდიც, რომელიც უპილოტო ავტომობილის გამოშვებას 2017 წელს გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები