LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლექსი გარდაცვლილ ტყიბულელ მეშახტეებზე, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ!..

83

მეშახტეების ტრაგედიას მთელი საქართველო გლოვობს. სოცქსელში ამ ტრაგედიას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ალექს ჩიღვინაძე, რომელმაც ტრაგიკულ შემთხვევას ემოციური ლექსი მიუძღვნა… ამ ლექსს ჩვენი გვერდი გთავაზობთ…

 

„ვარდნა სიბნელეში

ოთხნი მიფრინავდნენ

რა თქმა უნდა, იცოდნენ სიღრმე

400 მეტრი

ზუსტად ის ოთხნი

რომ ისხდნენ მაგიდასთან

ზუსტად ის ოთხნი

რომ ითვლიდნენ რამდენი თეთრი

დარჩა ხელფასიდან

ზუსტად ის ოთხნი

რომ ბრუნდებოდნენ პურით ხელში

ზუსტად ის ოთხნი

დაქანცულები,

ჩაძინებულები შვილებზე ადრე

ზუსტად ის ოთხნი

გადასახადებს რომ იხდიდნენ

რითიც მერე ვაფინანსებდით ცეკვა-სიმღერას

ლოცვას სიმღერის წინ

პარაპლანებით ფრენას ლაჟვარდოვან სანაპიროებზე

ერთადერთი მათი უსაფრთხოებისთვის

არ გვეყო ფინანსები

მერე როგორ ჩამოვიყვანდით

აეროსმიტს

როგორ დავარიგებდით პრემიებს

ზუსტად ის ოთხი

რომ ეძინათ პარასკეობით

რადგან მათი ცვლა იწყებოდა

მაშინ როცა ჩვენ ვწუწუნებდით

რომ ვერ გავერთეთ საკმარისად

იქ ხინკალი გააფუჭეს

იქ კი ღვინო არ უვარგათ

იქ წესიერად არ უკრავენ

ზუსტად ის ოთხნი

ხელფასის მომატებაზე უარი რომ უთხრეს

ზუსტად ის ოთხი

ვინც ოთხზე ბევრად მეტია უკვე

და ვისთვისაც მხოლოდ ცათა სასუფევლის კარი აღმოჩნდა ღია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები