მადრიდის მეტროში პორტატული კომპიუტერის აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.
El Mundo-ს ინფორმაციით, კომპიუტერი ერთ-ერთ მგზავრს ჩანთაში ედო.
აფეთქებამ მეტროში პანიკა გამოიწვია. მგზავრების ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ მეტროში ტერაქტი მოხდა.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები დროულად მივიდნენ.