LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლეოს ხელი ხომ არ ურევია?“ – ჟიზელ ბუნდჰენი მეუღლეს, ტომ ბრედის შორდება

623
page

ბოლო კვირების განმავლობაში დასავლური მედია აქტიურად წერდა ჟიზელ ბუნდჰენისა და მისი ქმრის, ტომ ბრედის განშორების შესახებ. ინსაიდერების ცნობით, წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობს. ახლახან კი New York Post-ის სტატიაში ეწერა, რომ  მათ უკვე ადვოკატებიც დაიქირავეს და განშორება გარდაუვალია. წყვილი თავიანთი „იმპერიის“ ორად გაყოფას გეგმავს. მათი განშორების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, წყვილს 13 წლიანი ქორწინება აკავშირებს, ისინი სამ შვილს ზრდიან.

აღსანიშნავია, რომ ყოველივე ეს ლეონარდო დიკაპრიოსა და მისი შეყვარებულის, კამილა მორონეს განშორების ფონზე მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ლეო და ჟიზელი ერთმანეთს რამდენიმე წელი ხვდებოდნენ.

„ლეოს ხელი ხომ არ ურევია?“, ლეო და ჟიზელი კვლავ იდეალური წყვილი იქნებოდა“, – წერენ კომენტარებში.

მისტიკური სტატისტიკა – ლეოს „კლუბი 25“ – ლეონარდო დიკაპრიო 25 წელს გადაცილებულ ქალებს არ ხვდება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები