LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეოს ახალგაზრდული ფულები: ვის აქვს მესიზე მეტი

38

ლიონელ მესი Forbes-ის რეიტინგს სათავეში ჩაუდგა 30 წლამდე ყველაზე ფულიან სპორტსმენებს შორის. მან ჯოკოვიჩს და დიურანტს აჯობა.
კიდევ კარგი, რომ კრიშტიანო უკვე 31 წლისაა.

„ბარსელონას“ არგენტინელმა არაამქვეყნიურმა ლიდერმა 30 წლამდე ასაკის ყველაზე მდიდარი სპოტსმენების სიაში პირველი ადგილი დაიკავა. 29 წლის ფეხბურთელი 76,3 მილიონ ევროს შოულობს წელიწადში და მესამეა ამ ასაკობრივი კატეგორიის ყველა ცნობილ ადამიანს შორის. ის ჩამორჩება მხოლოდ ამერიკელ მომღერალ ტეილორ სვიფტს (26 წელი, 160 მლნ) და ბრიტანული მუსიკალური ჯგუფის One Direction-ის წევრებს (22-24 წელი, 103 მლნ).

სპორტსმენებს შორის კი მეორე ადგილი გაიყვეს სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელმა „გოლდეს სტეიტში“ კევინ დიურანტმა (29 და 28 წლის შესაბამისად და ერთნაირი შემოსავალი 52.4 მლნ წელიწადში).

სპორტსმენების ათეულში ასევე მოხვდნენ სებასტიან ფეტელი (38,4 მლნ), რაფაელ ნადალი (35,1 მლნ), ნეიმარი (35,1 მლნ), გარეთ ბეილი (33,7 მლნ) და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები