2016 წლის დასაწყისი ლეონარდო დიკაპრიოსთვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. მსახიობი დაშორდა კელი რორბახს, აიღო რამდენიმე ჯილდო, მათ შორის „ოქროს გლობუსი“, ახლა კი მოუთმენლად ელოდება „ოსკარის“ დაჯილდოებას.
თუმცა ჟურნალისტებისთვის მსახიობთან დაკავშირებით სულ სხვა ამბავი გახდა უფრო მეტად საინტერესო – ერთ-ერთ ფრანგულ ღამის კლუბში ლეო რიანასთან ერთად მივიდა. ვარსკვლავები არა მხოლოდ ერთობოდნენ და საუბრობდნენ, არამედ ვნებიანად კოცნიდნენ კიდეც ერთმანეთს.
ინტერნეტ-პორტალი TMZ საკუთარ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მსახიობი და მომღერალი კვლავ ერთად არიან. ინფორმატორის ცნობით, რირი და ლეო ერთად ცნობილ ფრანგულ ღამის კლუბ L’Arc-ში დააფიქსირეს. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ისინი შეყვარებული წყვილივით იქცეოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დიკაპრიო და რიანა ხალხის დასანახადაც არ ერიდებოდნენ ერთმანეთის კოცნას, ბარი ცალ-ცალკე დატოვეს.
კლუბში გადაღებული ფოტოების გავრცელება კი, სადაც ჩანს, თუ როგორ კოცნიან ერთმანეთს ლეო და რიანა, მსახიობის ადვოკატებმა გამომცემლობებს ფრანგული კანონმდებლობის მიხედვით აუკრძალეს.