იტალიური პოზიტანო, რომელსაც უკვე სტუმრობდნენ სარა ჯესიკა პარკერი და ჯენიფერ ენისტონი, წლევანდელ სეზონზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ვარსკვლავებს შორის.
იტალიური პეიზაჟებით მოიხიბლა ლეონარდო დიკაპრიოც, რომელმაც შვებულების გატარება ახალ რჩეულთან, 23 წლით უმცროს კამილა მორონესთან ერთად გადაწყვიტა. სხავათაშორის, 21 წლის მოდელი, რომელიც არც ვარსკვლავური პარტნიორის გარეშე განიცდის რეპორტიორების ყურადღების დეფიციტს, ცნობილი მსახიობის – ალ პაჩინოს გერია. (ფოტოები)