ლეონარდო დიკაპრიოსა და მისი რჩეულის, კამილა მორონეს რომანი უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა. სხვა რომანებისგან განსხვავებით, ლეო 21 წლის კამილასთან ურთიერთობის გაწყვეტას არ ჩქარობს. ახალ ფოტოებზე, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება, ჩანს, რომ 43 წლის დიკაპრიო და 21 წლის მორონე თავს ფანტასტიკურად გრძნობენ.
ფოტოები ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან არის გადაღებული. საშოპინგოდ გამოსული შეყვარებულები პაპარაცების ობიექტივში მოხვდნენ. როგოც ყოველთვის, ამჯერადაც ლეო სპორტულ ქურთუკში იყო გამოწყობილი. ასევე სპორტული სტილის თავისუფალ სამოსზე გააკეთა არჩევანი კამილა მორონემაც.