LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიოს ახალი შეყვარებული ალ პაჩინოს შვილობილია (ახალი ფოტოები)

30

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლეონარდო დიკაპრიო 20 წლის მოდელსა და მსახიობს, კამილა მორონეს ხვდება. წყვილი ამჯერად Coachella-ს მუსიკალურ ფესტივალზე დაცვის თანხლებით გამოჩნდა. ლეო და კამილა მაყურებლების რიგებიდან ადევნებდნენ თვალს მუსიკალურ წარმოდგენას და არც გრძნობების აფიშირებას ერიდებოდნენ. ლეო ფესტივალზე ტრადიციული სპორტული სტილის სამოსით გამოჩნდა. შეყვარებულის მსგავსად, სპორტულ სამოსში ვიხილერთ 20 წლის მოდელიც, რომელიც წამითაც არ შორდებოდა ოსკაროსან მსახიობს.

აქვე ცნობილი ხდება, რომ კამილა მორონე ლუსილა სოლას ქალიშვილია, რომელიც რამდენიმე წელია ალ პაჩინოს შეყვარებულია. წყვილი გასულ წელს მექსიკის სანაპიროზეც შენიშნეს, როცა ისინი რომანტიკულ უქმეებს ატარებდნენ ერთად.

ალ პაჩინო 38 წლის გერლფერენდთან და მისი 20 წლის ქალიშვილთან ერთად არაერთხელ გამოჩნდა სხვადასხვა დაჯილდოვებაზე.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები