LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიომ ახარ რჩეულთან ერთად ველოგასეირნება მოაწყო (ფოტო)

27

ის ფაქტი, რომ ლეონარდო დიკაპრიოს ახალი სასიყვარულო ურთიერთობები აქვს, სიახლე აღარ არის. ოსკაროსანი მსახიობი მოდელ ევა კავალეკს ხვდება.

გასული უქმეები წყვილმა ნიუ-იორკში გაატარა. მსახიობმა და მოდელმა ველოსიპედით რომანტიული გასეირნება მოიწყეს.  41 წლის დიკაპრიომ და პოლონელი წარმოშობის მოდელმა მზისდამცავი სათვალეები მოირგეს, თუმცა პაპარაცებმა მათი დაფიქსირება მაინც მოახერხეს.

ველოგასეირნების შემდეგ, ლეო და ევა ლანჩზე შენიშნეს, მეგობრების კომპანიაში, მოგვიანებით კი წყვილმა ცენტრალურ პარკში გაისეირნა.

leonardo-dicaprio-mystery-woman-2-155e7db4-488c-43fe-af02-d6520981f096-620x460

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები