LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო,ჯენიფერ ლოპესი და სარა ჯესიკა პარკერი ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად

92

ნიუ-იორკში გუშინ პროდიუსერ ჰარვი ვაიშტეინის სახლში ვახშამი გაიმართა, რომელსაც ჰილარი კლინტონის მხარდამჭერები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ ლეონარდო დიკაპრიო, ჯენიფერ ლოპესი, სარა ჯესიკა პარკერი ქმართან ერთად და სხვა ვარსკვლავები.

ჰარვი ვაინშტეინმა და მისმა ცოლმა, დიზაინერმა ჯორჯინა ჩაპმანმა მანჰეტენზე მდებარე სახლში ჰილარის მხარდამჭერები წინასაარჩევნო კამპანიის დროს Hillary Victory Fund-სთვის საჭირო სახსრების მოსაძიებლად დაპატიჟეს.

კლინტონის მოწინააღმდეგე არჩევნებში მილიარდერი დონალდ ტრამპი იქნება. 30 მაისს ფედერალურმა საარჩევნო კომისიამ ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ცნობილი გახდა, რომ „დემოკრატების“ კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მიერ მოზიდული წინასაარჩევნო ფინანსები ათჯერ მეტია, ვიდრე დონალდ ტრამპის.

20160621-decli

20160621-decli2

20160621-decli3

20160621-decli5

 

20160621-decli4