პოკემონების დასაჭერად ქუჩაში უკვე მთელი მსოფლიო დადის, მათ შორის – ცნობილი ადამიანებიც. თამაშმა Pokemon Go აქტიურად ჩაითრია ჯასტინ ბიბერი, გამონაკლისი არც ლეონარდო დიკაპრიო აღმოჩნდა.
ოსკაროსანი მსახიობი პაპარაცებმა ნიუ-იორკის ქუჩებში გადაიღეს. მაისურში, შორტებსა და ამოჩემებულ კეპში გამოწყობილი დიკაპრიო მეგობარ ჯონ ჰილთან შესახვედრად მიდიოდა, გზად კი პოკემონებს იჭერდა.
დანიშნულების ადგილზე მისულმა კი თამაშის საკუთარი მიღწევები მეგობარს გაუზიარა.