ლეონარდო დიკაპრიომ დაქორწინება გადაწყვიტა. 40 წლის ვარსკვლავი 24 წლის მოდელს, კელი რორბახს უკვე რამდენიმე თვეა, ხვდება. ახლა კი, ტაბლოიდები წერენ, რომ დიკაპრიომ მოდელზე დაქორწინება გადაწყვიტა.
ჟურნალისტების წყარო ამბობს, რომ ლეომ კელის ხელი 26 სექტემბერს სთხოვა, ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობისას.
„ეს არც იყო დაგეგმილი. წყვილი საუბრობდა, სვამდნენ ღვინოს, შემდეგ კი ლეომ გააკეთა პაუზა, შეხედა კელის და უთხრა, რომ სურს მასთან ერთად მთელი ცხოვრება გაატაროს. კელი შოკში იყო, ლეო კი მას არწმუნებდა, რომ აბსოლუტურად სერიოზულად საუბრობდა. მოდელმა მას თანხმობა უთხრა და ყველაფერი ხანგრძლივი კოცნით დასრულდა,“ – ყვება ტაბლოიდების წყარო.