როგორც უცხოური პრესა იტყობინება, 2016 წელს ტელეეკრანებზე საკულტოდ ქცეული ფილმის, „ნაიარევი სახე“ რიმეიკი გამოვა. რიმეიკის იდეა „იუნივერსალ სტუდიოს“ ეკუთვნის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოკომპანიაა ჰოლივუდში.
როგორც ირკვევა, ფილმში ტონი მონტანას როლს, ლეონარდო დიკაპრიო ითამაშებს. „როცა ჩვენ ის „ვოლ სტრიტის მგელში“ ვნახეთ, დაგვებადა იდეა, გაგვეკეთებინა ლეგენდარული ფილმის რიმეიკი, რომელშიც სწორედ ლეონარდო ითამაშებდა“ – აცხადებენ „უნივერსალ სტუდიოს“ წარმომადგენლები.
რიმეიქის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაჟღერებულა, თუმცა ცნობილია, რომ ფილმის პრემიერა 2016 წლის ზაფხულში შედგება.