LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო, მერილ სტრიპი და კიდევ 4 მეგავარსკვლავი ერთ ფილმში ითამაშებენ

774
dikaprionews2010

,,ნეტფლიქსმა” ჰოლივუდის წამყვან მსახიობებს მოუყარა თავი და ვარსკვლავური ფილმის გადაღება გადაწყვიტა. კომედიაში „არ იყურო მაღლა“ მერილ სტრიპი, ლეონარდო დი კაპრიო, ქეით ბლანშეტი, ჯენიფერ ლოურენსი, მეთიუ პერი, არიანა გრანდე, ჯონა ჰილი და ტიმოთი შალამე მიიღებენ მონაწილეობას. მსახიობებმა სიამოვნებით მიიღეს შეთავაზება ფილმის რეჟისორებისა და პროდიუსერებისგან ადამ მაკქეისა და კევინ მესიკისგან. ორჭოფობდა მხოლოდ ლეონარდო დი კაპრიო, რომელსაც გეგმების შეცვლა მოუხდა ერთდროულად ორ პროექტზე მუშაობის შესათავსებლად (მსახიობი მარტინ სკორსეზეს ახალ პროექტშია დაკავებული). სხვათა შორის, დი კაპრიო ის იშვიათი ჰოლივუდელია, ვისაც ,,ნეტფლიქსთან” არასდროს უმუშავია.

მაკქეისა და მესიკის განცხადებით, ფილმი ორ უიღბლო ასტრონავტზე იქნება, რომელთაც მეტეორის მოახლოვების შესახებ უნდა გააფრთხილონ დედამიწელები. ვარსკვლავური დასის მიუხედავად, გაურკვეველია სად და როგორ შედგება ფილმის პრემიერა, რადგან დაზუსტებით ვერავინ იტყვის როდის ამუშავდება კინოთეატრები სრული დატვირთვით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები