მიმდინარე წლის გაზაფხულზე ლეონარდო დიკაპრიო მოდელ ნინა აგდალს დაშორდა. მას შემდეგ, ვარსკვლავს სერიოზული ურთიერთობა არავისთან ჰქონია. დასავლური მედია წერს, რომ ცოტა ხნის წინ, ოსკაროსანმა მსახიობმა ყოფილ მეგობარ გოგოსთან, ტონი გარნთან ურთიერთობა განაახლა.
45 წლის მსახიობი და 25 წლის მოდელი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში დააფიქსირეს. ისინი ხელჩაკიდებულები მიდიოდნენ, ხოლო როდესაც პაპარაცები შენიშნეს, ნაბიჯს აუჩქარეს.
შეგახსენებთ, რომ დიკაპრიომ და გარნმა ერთმანეთი 2013 წელს კანის კინოფესტივალზე გაიცნეს, 2014 წლის დეკემბერში კი ერთმანეთს დაშორდნენ. ფოტოები