LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო და ნინა აგდალი ერთმანეთს დაშორდნენ

37

ლეონარდო დიკაპრიო კვლავ თავისუფალია: 42 წლის მსახიობი და მისი 25 წლის მეგობარი გოგო, ნინა აგდალი, რომელსაც ერთი წელი ხვდებოდა, ერთმანეთს დაშორდნენ.

ინსაიდერის თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს. ლეონარდო და ნინა მეგობრებად დარჩებიან.

ურთიერთობის ასეთ დასასრულს არავინ ელოდა: ცოტა ხნის წინ, ლეომ და ნინამ ერთად აღნიშნეს აგდალის დაბადების დღე და კარიბის კუნძულზე პირადი თვითმფრინავით გადაფრინდნენ. თუმცა დეკემბრიდან პერიოდულად ვრცელდებოდა ხმები, რომ მათ ურთიერთობაში ყველაფერი კარგად არ იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები