LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლეომ ყველაფერი იცის“ – ტომ ჰარდი ახალ ტატუს დიკაპრიოს უძღვნის

372

ტომ ჰარდი ჟურნალ Esquire-ის იანვრის ნომრის მთავარი გმირი გახდა. ცნობილმა მსახიობმა გამოცემისთვის ნახევრად შიშველმა იპოზიორა და საკუთარი სვირინგების დემონსტრირება  მოახდინა. ვარსკვლავმა აღიარა, რომ მათ შორის არ არის ისეთი ტატუ, რომელიც მისი და ლეონარდო დიკაპრიოს „ორთაბრძოლაში“ წაგებას გამოსახავდა: აღმოჩნდა, რომ დიკაპრიომ მას „ოსკარზე“ „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის“ ნომინაცია უწინასწარმეტყველა, რისიც ჰარდის ბოლო მომენტამდე არ სჯეროდა.

„ჯერ არ გამიკეთებია წარწერა „ლეომ ყველაფერი იცის“, ვიცი, რომ ის ნამდვილად იმსახურებს ასეთ ტატუს და მას აუცილებლად ამოვიტვიფრავ“, – განაცხადა ტომმა ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები