LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეომ “ოსკარის” ცერემონიის წინ სტილისტი ავსტრალიიდან ჩაიყვანა

138

ოსკარის“ დაჯილდოების წინ ჰოლივუდის მსახიობებისთვის წარბების შესასწორებლად სტილისტი ამერიკაში ავსტრალიიდან ჩაიყვანეს, ამის შესახებ „ინდეფენდენთი“ წერს.

შერონ-ლი ჰამილტონი სიდნეიდან ლოს-ანჯელესში ლეონარდო დი კაპრიოსთვის და ტობი მაგუაირის წარბების შესასწორებლად ჩავიდა. მას ფრენისა და მომსახურების ხარჯები წინასწარ აუნაზღაურეს.

ჰამილტონთან წარბების კორექცია მამაკაცებისთვის $200 ღირს.

მის სალონში სტუმრობის შემთხევაში, სტილისტის მომსახურების გარდა, სხვადასხვა სასმელსაც დააგემოვნებთ, მათ შორის ღვინოს, ყავას.

ჰამილტონის კლიენტებს შორის არიან ბიონსე, ჯორჯ კლუნი, კიმ კარდაშიანი, სერენა უილიამსი და დანიის პრინცესა მერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები