ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა 2019 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.
პირველ ადგილზეა “ოქროს ბურთის” ლაურეატი, “ბარსელონას” კაპიტანი ლეო მესი. მეორეა “ლივერპულისა” და ნიდერლანდების ნაკრების მცველი ვირხილ ვან დეიკი. მესამე ადგილზე გავიდა კიდევ ერთი “ლივერპულელი”, სენეგალელი სადიო მანე. “იუვენტუსისა” და სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოს მეოთხე პოზიცია უკავია.
ტოპ 10-ში ასევე მოხვდნენ: მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), კილიან მბაპე (პსჟ), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), რაჰიმ სტერლინგი (სიტი), ალისონი (ლივერპული), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა).
პირველი ათეული თითქმის დაემთხვა “ოქროს ბურთის” შედეგებს, უბრალოდ არ არიან “სიტელები” ბერნარდო სილვა და რიად მარეზი. მათ ნაცვლად “გარდიანის” სიაში შევიდნენ სხვა “სიტელი” სტერლინგი და “ბარსელი” დე იონგი.
გაზეთმა 100 საუკეთესოს სია 63 ქვეყნის 239 ექსპერტის გამოკითხვის შედეგად შეადგინა. მათ შორის იყვნენ ყოფილი ფეხბურთელები, მწვრთნელები, მწვრთნელების თანაშემწეები და ჟურნალისტები.
—