LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლენტეხში სტიქიას ებრძვიან: ჩახერგილია გზები, გათიშულია ელექტროენერგია

104
115721520-322685755577242-4860760909935732959-n

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. დღეს გამთენიისას ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად 6 სოფელი დაზარალდა.

“ფორტუნასთან” საუბარში მხარის გუბერნიაში განმარტავენ, რომ ჩახერგილია რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და მოსახლეობას ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება. დაზიანებულია მოსახლეობის სახნავ-სათესი ფართობებიც.

დილიდან ადგილზე იმყოფება მხარის გუბერნატორი, მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც, რომლებიც არსებულ მდგომარეობას ეცნობიან. დაზარალებულებს ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას დაჰპირდა.

ამ დროისათვის მიმდინარეობს ოპერატიული მუშაობა ზარალის აღრიცხვასთან დაკავშირებით. გუბერნიაში ვარაუდობენ, რომ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის არდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და სავარაუდოდ დღის ბოლოს აღდგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები