LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლენტეხში მოსახლეობა „ხელედურა 3“ ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

117

ლენტეხში ადგილობრივი მოსახლეობა „ხელედურა 3“ ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე რამდენიმე ადამიანი მეხუთე დღეა შიმშილობს.
აქციის მონაწილეებს დღეს ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის ზაალ გორგიძის თქმით, მთავრობამ და ინვესტორმა ლენტეხში ხელედის თემის მოსახლეობასთან სასწრაფოდ უნდა დაიწყოს დიალოგი, რადგან ადგილობრივების მოთხოვნებს სამართლიანი საფუძველი აქვს.

აქციის მონაწილეები და მოშიმშილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ლენტეხში „ხელედურა 3“ ჰესის მშენებლობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები