LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lenovo-მ რებრენდირებული Moto Z Play დააანონსა

65

როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში კომპანია Lenovo ახალ სმარტფონს Moto Z Play-ს წარმოგვიდგენს.

კომპანია Lenovo არც თუ ისე დიდი ხნის წინ, Motorola-ს მფლობელი გახდა.

მწარმოებლის რებრენდინგი არ შეეხო Motorola-ს სმარტფონების სტილისტიკას. დიზაინისა და Android-ის სუფთა ვერსიის შენარჩუნებით, Lenovo-მ მოახერხა Motorola-ს ფანების გულის მოგება და გაყიდვების მაჩვენებლების შენარჩუნება.

ეს იქნება განახლებული Motorola-ს კიდევ ერთი მოდელი, რომელიც 2016 წლის მე-2 ნახევარში გამოჩნდება ბაზარზე.

აღნიშნული ინფორმაცია AnTuTu benchmark-მა და დისტრიბუტორმა Zauba-გაავრცელა.

Moto Z Play არ იქნება 6 ინჩიანი სმართფონი, მისი დიაგონალის ზომა შეადგენს 5.5 ინჩს გაფართოებით: 1920 x 1080 პიქსელზე, რვა ბირთვიანი Snapdragon 625 Qualcomm-ის პროცესორით, გრაფიკული ამაჩქარებლით – Adreno 506 და სავარაუდოა, ოპერატიული მეხსიერება შეიცვლება შიდა მეხსიერების მიხედვით.

2 გიგაბაიტი ოპერატიულის სმართფონები აღჭურვილი იქნება 16 GB შიდა მეხსიერებით, ხოლო 3 გიგაბაიტი ოპერატიულით წარმოდგენილი იქნება 32 GB-იანი, შიდა მეხსიერების მქონვე ვერსიები.

სმართფონის ძირითადი კამერის გარჩევადობა შეადგენს 16 მეგაპიქსელს, ხოლო წინა კამერის გარჩევადობა იქნება 5 მეგაპიქსელი. ორივე კამერას ექნება ავტოფოკუსი და ოპტიკური სტაბილიზაცია.

ბატარეა კი განისაზღვრა 3500 მილი ამპერ-საათით. ოპერაციული სისტემა კი სტანდარტულად Android 6.0.1 Marshmallow იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები