ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჩენინგ ტატუმი და ზოე კრავიცი დაინიშნნენ. 34 წლის ზოე ცოტა ხნის წინ ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა. ინსაიდერების ცნობით, ისინი მალე დაქორწინდებიან. თუმცა, ახლახან გაირკვა, რომ ზოეს მამა, ლენი კრავიცი მათი ქორწინების წინააღმდეგია. ის ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება ნაადრევია.
„ლენი შეშფოთებულია, ის ძალიან ღელავს თავისი ქალიშვილის გადაწყვეტილებაზე, ცოლად გაჰყვეს ცოლად ცნობილ მსახიობს. ის ფიქრობს, რომ მათი გადაწყვეტილება, შექმნან ოჯახი, ნაჩქარევია. თანაც ზოე იყო უკვე დაქორწინებული და მისი კავშირი მხოლოდ ორ წელს გაგრძელდა“, – აცხადებს ინსაიდერი.
ცნობისთვის, ჩენინგი 9 წელი იყო დაქორწინებული, მას ქალიშვილი ერთი ჰყავს. გასულ წელს მან ინტერვიუში განაცხადა, რომ აღარასდროს იფიქრებდა დაქორწინებაზე, თუმცა, როგორც ჩანს, ზოემ მას აზრი რადიკალურად შეაცვლევინა.
ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჩენინგ ტატუმი და ზოე კრავიცი დაინიშნნენ – წყვილის გამოჩენა ჰელოუინზე
„59 წლის ასაკში პირველად გაშიშვლებული“ – ლენი კრავიცი ახალ სიმღერასა და კლიპს ავრცელებს