LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელოს” წევრებმა პარლამენტის შენობიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს

177
Capture

პარტია „ლელოს” წევრებმა პარლამენტის შენობიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.

როგორც „ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, დროშა არის პოლიტიკური გზავნილი და განაცხადი.

“სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ წელს ვერ დაინახა ამ დღის აღნიშვნაში ევროკავშირის როლი. დროშა არ არის მხოლოდ სიმბოლო, დროშა არის პოლიტიკური განაცხადი. საქართველომ გააკეთა განაცხადი, ქართველმა ხალხმა გააკეთა განაცხადი, რომ მას უნდა ევროპული სახელმწიფო, ეს არის ჩვენი ეროვნული განაცხადი.

როგორც ჩანს, შალვა პაპუაშვილს ზედმეტად მიაჩნია, რომ სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის სიმბოლიკაში იყოს, ის დროშა, რომელიც ევროკავშირის და ქართველი ხალხის ევროკავშირისკენ სწრაფვას ასახავს. შარშან არ იყო ის დროშა პარლამენტის წინ?! გვახსოვს, რომ ფასადზე და ყველგან საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშაც იყო. შევახსენებდი, რომ შალვა პაპუაშვილი არის იმ პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის ცხვირწინ ევროკავშირის დროშა დაწვეს და მას არ ჰქონია, ამაზე შესაბამისი რეაგირება.

ასევე, სახელმწიფოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის რამდენჯერმე დაწვაზე, დღემდე ადეკვატური რეაგირება არ ჰქონია და ახლა პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ზედმეტია ევროკავშირის დროშა ფასადზე, რადგან წინ არის ხომ?”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ. ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები.”

პაპუაშვილი: ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ – ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები