LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლელომ” და “ლეიბორისტულმა პარტიამ” შესაძლოა საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგონ

104
6050820742697

ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, „ლელომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ შესაძლოა, სახელმწიფო დაფინანსება დაკარგონ. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი – გაუუქმებს თუ არა მანდატებს “ლელოს” ლიდერს, ბადრი ჯაფარიძესა და “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს, შალვა ნათელაშვილს. მათთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

1-ელ თებერვალს ძალაში შევიდა პარლამენტის მიერ გასული წლის 22 ივნისს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, ხოლო მათ ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობა შეუძლებელია. აღნიშნული გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან უნდა შეუწყდეს.

2020 წლის არჩევნებით “ლეიბორისტულმა პარტიამ” პარლამენტში ერთი მანდატი მიიღო, “ლელომ” კი – ოთხი. “ლელოს” სიით არჩეულმა მამუკა ხაზარაძემ საკუთარი სურვილით დატოვა პარლამენტი. ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეჩერების შემთხვევაში პარტიას პარლამენტში ორი დეპუტატი ეყოლება, “ლეიბორისტული პარტია” კი უმანდატოდ რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები