შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული “ლელობურთის” თამაშის შემდეგ შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.
45 წლამდე მამაკაცი შუხუთის მკვიდრი იყო.
როგორც ახლობლები ამბობენ, იგი ლელოს თამაშობდა, სახლში მისულს კი გული ცუდად გაუხდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ “მედალფას” კლინიკაში გადაიყვანა. თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და მამაკაცი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ლელობურთი გურიის ერთ-ერთი ტრადიციაა, რომელიც ყოველი წლის აღდგომა დღეს, სოფელ შუხუთში იმართება.