LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელო“ ინიციატივით გამოდის, სააკაშვილს სასამართლოზე დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლება მიეცეს, გადაწყვეტილებამდე კი გათავისუფლდეს

147
4-1.jpeg

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლება მიეცეს, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კი, გათავისუფლდეს და სასჯელი გადაუვადდეს.

ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა გააჟღერა. მისი განცხადებით, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც ყოფილი მაღალი პოლიტიკური პირების მიმართ დევნის დაწყებას შეეხება.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს, ის პატიმრობაშია და ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზა, გამოსავალი იმისთვის, რომ მას მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და არა მურუსიძის სასამართლოსი.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ რადგან მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია მისი თანამონაწილეობის გარეშე და ევროპული კონვენცია ითვალისწინებს, რომ მოქალაქეს უფლება უნდა ჰქონდეს, დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს, განვიხილოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაადგენს, რომ ერთი – მიეცეს მსჯავრდებულს უფლება გაასაჩივროს გამოტანილი განაჩენი იმ მიზეზით, რომ ის არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს და მეორე – განვიხილოთ ცვლილება, რომ ეს პირი სასამართლოს ახალ გადაწყვეტილებამდე გათავისუფლდეს პატიმრობიდან, გადავადდეს მისი მსჯავრის მოხდის პროცესი.

ამაზე დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მსჯელობა. ამ ვითარების იგნორირება გამოსავალი არ არის. ასევე, საქართველოს პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც შეეხება ყოფილი მაღალი პოლიტიკური პირების მიმართ დევნის დაწყებაზე.

მოგწონთ თუ არ მოგწონთ, გჯერათ თუ არ გჯერათ, ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება და მურუსიძის სასამართლოს ხელში თქვენ აღმოჩნდებით, მმართველ გუნდს მივმართავ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილი: როცა ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ დასრულებაზე საუბრობს, ის ნახევარ მილიონ მოქალაქეს ეუბნება, რომ მათ ამ ქვეყანაში არსებობის და ცხოვრების უფლება არა აქვთ