LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს

204
Untitled design (21)

საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მძარცველებმა სულ მცირე 35 სახლი გაქურდეს.

გარდა ამისა, დაკავებულებმა საბერძნეთში ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინაც გაძარცვეს.

პოლიციის მიერ ამოღებულია ფული, რამდენიმე მანქანა, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული ნივთიერება, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, სიმ-ბარათები, ჩანთები, ნახატები, საათები, ჭურჭელი, სხვადასხვა ქვეყნის ბანკნოტები, ქვითრები და სხვა ნივთები.

დაკავებულია კიდევ სხვა 13 პირი, გამოძიება დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები