LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა კილაძე – “ვიმედოვნებ, გუკა გამართლდება”

95

გურამ რჩეულიშვილის გათავისუფლებას გლდანის მერვე დაწესებულებასთან მისი ოჯახის წევრები ელოდებიან, გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება დღეს სასამართლომ მიიღო.

ბრალდებულის ცოლი, ლელა კილაძე ამბობს, რომ რჩეულიშვილს ცრუ ბრალდება აქვს წაყენებული.

“პატიმრობის 9 თვიანი ვადა 12 აპრილს გადიოდა. პროცესები გრძელდება. პროკურორების საქმეა ის, რომ იმედი აქვთ გამამტყუნებელი განაჩენის, მე ვიმედოვნებ, რომ გუკა გამართლდება. მას აბსოლუტურად ცრუ ბრალდება აქვს წაყენებული”, – განაცხადა ლელა კილაძემ.

„ცენტრ პოინტის“ საქმის „ბათუმის მაგნოლიას“ ეპიზოდზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. მას, ასევე, ჩამოართმევენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და პასპორტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები