LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეილა მუსტაფაევამ გამოძიებას საქმის რამდენიმე მტკიცებულება წარუდგინა

57

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, მეუღლემ და ადვოკატმა მთავარი პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.  ლეილა მუსტაფაევამ გამოძიებას საქმის რამდენიმე მტკიცებულება წარუდგინა. საუბარია ვიდეო და ფოტომასალაზე, რომელიც ადასტურებს, რომ აფგან მუხთარლის ოჯახის წევრებს უთვალთვალებენ.

ლეილა მუსტაფაევამ მასალა პროკურატურას 7 აგვისტოსაც გადასცა. მისი განცხადებით, პირი, რომელიც მას უთვალთვალებს, იგივე პიროვნებაა, ვინც მუხთარლის გატაცების საქმეში ფიგურირებდა.

მუსტაფაევა მასალაზე აღბეჭდილი პირების იდენტიფიცირებას და მათ მიმართ საგამოძიებო მოქმედებების გატარებას მოითხოვს.

“3 აგვისტოს, როდესაც აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა საქართველოში, პარკში ვიმყოფებოდი ბავშვთან ერთად. შევნიშნე შვიდი 25 წლამდე ახალგზარდა, რომლებიც იქვე იდგნენ. ერთ-ერთი მათგანი ვიცანი, ის უთვალთვალებდა აფგანს გატაცებამდე. იყო მეორე შემთხვევაც, რუსთაველზე სეირნობისას 4 ახალგაზრდა შევნიშნე, რომლებიც მე და ჩემ შვილს გვითვალთვალებდნენ, გადავუღე ფოტო და ვიდეო. ორი კვირის წინ მოვიტანე შავ-თეთრი მასალა, მაგრამ, სამწუხაროდ, რეაგირება არ მოუხდენიათ, გუშინ კი დაგვიბარეს და გვთხოვეს ამ მასალის მოტანა,“ – განაცხადა აფგან მუხთარლისმეუღლემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები