თამამად შეიძლება ითქვს, რომ ბოლო დროს ლეიდი გაგამ ვარდისფერი ფერი პრიორიტეტად აქცია. ცოტა ხნის წინ ის ვარდისფერ სამოსში ვიხილეთ Saturday Night Live-ის ჩაწერაზე. რამდენიმე დღის წინ მომღერალი ვარდისფერი პალტოთი გამოჩნდა ნიუ-იორკში, ხოლო დღევანდელმა ლუქმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
ეპატაჟური მომღერალი ნიუ-იორკში, ჰოვარდ სტერნის სტუდიასთან გადაიღეს, როცა ის ვარდისფერ ტყავის ქურთუკში, ამავე ფერის შლაპასა და ჯინსის შორტში გამოჩნდა. დღის ანსამბლს მაღალყელიანი ჯინსის ჩექმა ასრულებდა. უცნაური შემოსილი ვარსკვლავი პაპარაცებმა ყველა რაკურსით დააფიქსირეს.
ცოტა ხნის შემდეგ ჟურნალისტებმა მომღერალი მშობლების რესტორანთან გადაიღეს, სადაც ლეიდი გაგამ მცირე დროით შეირბინა.