ლეიდი გაგა ამჯერად ნიუ-იორკში Macy-ის ახალი მაღაზიის გახსნაზე იმყოფებოდა. ის ცერემონიაზე ელტონ ჯონის მეუღლესთან, დევიდ ფურნიშთან ერთად მივიდა და ფანტასტიური განწყობით პოზირებდა ჟურნალისტებისთვის. 30 წლის ეპატაჟური მომღერალი ამჯერადაც გამოირჩეოდა თავისი ჩაცმულობის სტილით. ის 80-იანი წლების ამომავალ როკ-ვარსკვლავს ჰგავდა. მომღერალი პრეზენტაციაზე სიტყვითაც გამოვიდა და საჯაროდ აკოცა კიდევ დევიდ ფურნიშს, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა სიყვარული მეგობრის მიმართ.
ლეიდი გაგა და დევიდ ფურნიში ახლო მეგობრები არიან. გაგა ელტონ ჯონისა და დევიდ ფურნიშის შვილის ნათლიაცაა.