Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრები აცხადებენ, რომ საპარლამენტო ოფისს ხსნიან, რომლის კარიც ყველა მოქალაქისთვის ღია იქნება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრები აცხადებენ, რომ საპარლამენტო ოფისს ხსნიან, რომლის კარიც ყველა მოქალაქისთვის ღია იქნება

83
მიხეილ ქუმსიშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრები დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდნენ.პარტიის წევრის, მიხეილ ქუმსიშვილის განცხადებით, დღეიდან პარლამენტში პარტიის ოფისს ხსნიან, რომლის კარიც ყველასთვის ღია იქნება.

რაც შეეხება პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლის საკითხს, ქუმსიშვილის თქმით, გადაწყვეტილება ხვალ, „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური კომიტეტის სხდომის შემდეგ გამოცხადდება.

„ხვალ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაიმართება პარტიის პოლიტიკური კომიტეტის სხდომა და პოლიტიკური კომიტეტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენ აქ გავხსნით საპარლამენტო ოფისს, სადაც ყოველთვის ყველა მოქალაქისთვის ღია იქნება კარი, ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლებათ მოსვლა და ჩვენთან აქტიური კომუნიკაცია.

ეს არ იქნება საპარლამენტო ოფისი, მსგავსი სხვა მძინარე დეპუტატების კაბინეტების, სადაც არც კი ახსოვთ, რომ მოქალაქეებთან ანგარიშვალდებულნი არიან. ხვალ უკვე იქნება ოფიციალური გადაწყვეტილება. შემდეგ შალვა ნათელაშვილი აქტიურად შეუდგება საქმიანობას მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა მიხეილ ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ პარტია ხვალ შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„შიდა განწყობას გეტყვით, მათ შორის, მეც ვარ მომხრე, რომ შემოვიდეს. მე ვვარაუდობ, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. ჩვენ საჯაროდ ვადევნებთ თვალს ეკრანებიდან მათ გაუაზრებელ, უპასუხისმგებლო ქმედებებს.

ნათელაშვილი არ აურჩევია არც კობახიძეს, არც ღარიბაშვილს, არც ივანიშვილს. ის აირჩია მისმა ამომრჩეველმა. შესაბამისად, არავითარი უფლება არ გააჩნიათ, რომ მას შეუწყვიტონ მანდატი. თუ მაინც ამას გააკეთებენ, ეს იქნება დიქტატურის დევნის კიდევ ერთი გამოხატულება“, – აღნიშნა მიხეილ ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 7 თებერვალს შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა და მიიჩნია, რომ ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს.

კომიტეტის დასკვნა 14-18 თებერვლის კვირაში პლენარულ სხდომას წარედგინება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, „ლეიბორისტულ პარტიას“ ერთი საპარლამენტო მანდატი აქვს მოპოვებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები