LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგოს 358 ათასი ნაწილისგან სრული ზომის Ferrari F40 ააწყეს

51
ferrari

კალიფორნიაში მდებარე თემატურ პარკს Legoland-ს ახალი ექსპონატი – Ferrari F40 დაემატა. შვედური კონსტრუქტორის დახმარებით აქამდე არაერთი ცნობილი სუპერქარი შეუქმნიათ და F40-ის რიგი აქამდე არა და არ დადგა. ამიერიდან კი ლეგენდას თავისი Lego-ვერსია ექნება, რომელიც 358 ათასი ნაწილისგან შედგება. რეპლიკის შექმნას 75 დღე-ღამე ანუ 1800 დასჭირდა, მის აწყობას კი 80 დღე-ღამე – 1900 საათი.

მიუხედავად პლასტმასის ძარასი, Lego-ს Ferrari საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება და თანაც 1360 კილოგრამს იწონის. პროექტის ავტორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ორიგინალის გაბარიტებს მაქსიმალურად დაახლოებოდნენ, რეპლიკის სიგრძე 4,3 მეტრი, სიგანე 1,8 მეტრი, ხოლო სიმაღლე 1,2 მეტრია.

სალონიც, რომელშიც ორი სავარძელია განთავსებული მთლიანად ლეგოსგანაა შექმნილი. ამასთან, ვიზიტორებს მანქანასთან ფოტოების გადაღებასთან ერთად, შიგნით ჩაჯდომის უფლებასაც მისცემენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები