LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lego–მ Formula 1-ის სრულზომიანი ბოლიდი ააწყო

87

კომპანია Lego–ს თანამშრომლებმა 349 911 დეტალისგან ნატურალური სიდიდის Ferrari–ის გუნდის, ფორმულა ერთის ბოლიდი ააწყვეს. ავტომობილის აწყობას 750 საათი დასჭირდა. მოდელი მაქსიმალური დეტალიზაციით არის შექმნილი: ბოლიდს აქვს ყველა აეროდინამიური ელემენტი, სასპონსორო ლოგოები და საჭე გადასართავებით.

წინათ სრულზომიანი ასლი კომპანია McLaren–მაც შექმნა. 720S–ის მაკეტის აწყობას, რომელიც თითქმის ნახევრ ტონას იწონის, ლეგოს 280 000 დეტალი დასჭირდა. სპეციალისტებს მის შესაქმნელად 2000 საათი დასჭირდათ.

იანვარში 344 000 ლეგოს დეტალისგან ხუთ მეტრიანი ბეტმობილი ააწყვეს, რომელიც 770 კილოგრამს იწონის. მხოლოდ ექსტერიერს 222 საათი, ყველა დეტალის თავის ადგილზე ჩაჯენას კი 1833 საათი დასჭირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები