LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლეღვი მიირთვან ჩირად, მურაბად, ხილად” – ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

616
290970197_365093475766533_8813148978606234862_n

მიმდინარე წელს, გარუჯვის მიზნით, ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ “ფორტუნას” განუცხადა, პაციენტი 16 წლის გოგოა, რომელიც დამწვრობის ცენტრში გუშინ შეიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია:

“ჩვენს კლინიკაში, ხეჩინაშვილის დამწვრობის ცენტრში გუშინ შემოვიდა 16 წლის გოგონა, მან გარუჯვის მიღების მიზნით დაისხა ლეღვის ფოთლების ნახარში.

ეს წელს პირველი შემთხვევაა და დიდი იმედი გვაქვს, რომ უკანასკნელი.

მისი მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება ბავშვთა განყოფილებაში და მიმდინარეობს მკურნალობა.

ჩემი რეკომენდაცია იქნება ლეღვი მიირთვან ჩირად, მურაბად, ხილად და არ გამოიყენონ ლეღვის ფოთლები, რადგან ამას რუჯთან არანაირი კავშირი არ აქვს,” – განაცხადა “ფორტუნასთან” საუბრისას გუგა ქაშიბაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები