როგორც ცნობილია, ლეგენდარული როკ-მუსიკოსს, ოზი ოსბორნს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. ის წლებია უკვე პარკინსონის დაავადებას ებრძვის, მას არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო ინტერვიუში ოზიმ განაცხადა, რომ სიარული ძალიან უჭირს.
რამდენიმე საათის წინ The Black Sabbath-ის ფრონტმენი მეუღლესთან, შერონთან ერთად ლოს-ანჯელესის ქუჩებში გადაიღეს. ოზის შავი ტანისამოსი ეცვა, მის „ლუქს“ დიდი ზომის ჯვარი ასრულებდა.
ცნობისთვის, მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, 73 წლის არტისტმა გიტარისტთან, ტომი აიომისთან ერთად ცნობილი ჰიტი, Paranoid შეასრულა. მან 2022 წლის თანამეგობრობის თამაშების დახურვის ცერემონიაზე ცეცხლი დაანთო.
ოზი ოსბორნი ოპერაციის შემდეგ სცენაზე პირველად გამოჩნდა და ცეცხლი დაანთო