LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული მრბოლელის 30 წლის სუპერქარი რეკორდულ თანხად გაიყიდა

291

30 წლის სუპერქარი, რომელსაც ძრავაც კი არ ქონდა, რეალურ ფასზე ორჯერ უფრო ძვირად გაიყიდა. Bonhams-ის აუქციონის სახლმა ელეგანტურობის კონკურსის ფარგლებში 1987 წლის სპორტქარი De Tomaso Pantera გამოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში იყო – არც ძრავა და არც გადაცემათა კოლოფი არ გააჩნდა, მაინც საკმაოდ სოლიდურ თანხად – 226 ათას დოლარად გაიყიდა. რაც ყველაზე საინტერესოა, ანალოგიური ავტომობილი, გამართულ მდგომარეობაში სულ რაღაც 80-160 ათასი დოლარი ღირს. საქმე ისაა, რომ აუქციონზე გამოტანილი მოდელი ლეგენდარულ მრბოლელსა და კონსტრუქტორს – კეროლ შელბის ეკუთვნოდა. შელბი, რომლის საპატივცემულოდაც ერთ-ერთ სპორტქარს – Shelby Cobra-ც კი უწოდეს, 2012 წელს გარდაიცვალა და მისი ავტომობილების კოლექცია ნელ-ნელა იყიდება.

საინტერესოა, რომ ავტომობილს თავის დროზე V8 – 5,9 ლიტრის მოცულობის ძრავი ქონდა და მას 400 ცხენის ძალის განვითარება შეეძლო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები