LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული მფრინავის შლემი 825 ათას დოლარად გაიყიდა

44
AP22061601049462

ტყავის შლემი, რომელიც ლეგენდარულ ამერიკელ მფრინავს ამელია ერჰარტს ეკუთვნოდა, აშშ-ს აუქციონზე 825 ათას დოლარად გაიყიდა.

ერჰარტი ამ ლოტს 1928 წელს ატლანტის ოკეანის თავზე გადაფრენის დროს ატარებდა. მაშინ ის გახდა პირველი ქალი მსოფლიოში, რომელმაც მსგავსი რეისი შეასრულა. რელიკვია 93 წლის განმავლობაში ენტონი ტვიგსის ოჯახში ინახებოდა და გასაყიდადაც ამ უკანასკნელმა გამოიტანა. 67 წლის ამერიკელს შლემის გაყიდვა ადრეც სურდა, თუმცა ექსპერტები მის წარმომავლობას დიდი ხნის განმავლობაში არ ადასტურებდნენ.

ამელია ერჰარტი ავიაციის პიონერთა შორისაა და რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკორდის მფლობელიცაა. მფრინავი 1937 წელს მსოფლიოს გარშემო ფრენის დროს დაიკარგა და მისი თვითმფრინავის ნაწილები დღემდე არ არის ნაპოვნი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები