LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული McLaren F1 გერმანიაში 20 მილიონ ევროდ იყიდება

39

გერმანიაში გასაყიდად ლეგენდარული ბრიტანული სუპერქარის McLaren F1-ის ეგზემპლარი გაიტანეს. ვერცხლისფერი ავტომობილის ფასი 20 მილიონი ევროა. განცხადება Mobile.de-ზე გახლავთ განთავსებული. გამყიდველად შვეიცარიელი ავტოდილერია მითითებული, რომელიც ასევე Aston Martin Lagonda-ს, Mercedes SLR McLaren-სა და 1980 წლის BMW M1-საც ყიდის.

McLaren F1 დიდი ხანია საკოლექციო ავტომობილების რანგში გადავიდა. მისი ტირაჟი მხოლოდ 106 ერთეული იყო, მათგან კი მხოლოდ 64-ს აქვს საერთო სარგებლობის გზების გამოყენების უფლება. დანარჩენები სარბოლო ტრეკებისთვის არის განკუთვნილი.

განცხადებაში მითითებულია, რომ სუპერქარი 1996 წელს გამოვიდა, ის უკვე 21 წლის არის მაგრამ ოდომეტრზე მხოლოდ 3 500 კილომეტრი აქვს მითითებული.

შეგახსენებთ, სუპერქარ McLaren F1-ს სამ ადგილიანი სალონი აქვს. მძღოლის სავარძელი ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. მისი მაქსიმალური სიჩქარე 370 კილომეტრია. აღჭურვილია 6,0 ლიტრის მოცულობის V12 ძრავით BMW-სგან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები