პოპულარული ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა ცნობილია განსაკუთრებული ეპატაჟით, თუმცა მუსიკის გარდა, მან სახელი სამსახიობო კარიერითაც გაითქვა. სხვა რომ არაფერი, მის ანგარიშზეა „ოსკარი“ და „ოქროს გლობუსი“, ასევე არაერთი ნომინაცია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
საინტერესოა, რომ მიუხედავად კინოსა და მოდის სამყაროში არნახული წარმატებისა, გაგა მიიჩნევს, რომ მუსიკა მისთვის უმთავრესია. ის წარმოშობით იტალიიდანაა. მართალია, გაგა პოპმუსიკის დედოფლად არის აღიარებული, მაგრამ თავად როკის დიდი თაყვანისმცემელია.
გაგას სიმაღლე 155 სმ-ია, ამიტომ ვიდეოკლიპებში მისთვის სიმაღლის მოსამატებლად კომპიუტერულ გრაფიკას იყენებენ, თავად გაგა კი მუდამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დადის. გაირკვა, რომ ბავშვობაში ხშირად გამხადარა ბულინგის მსხვერპლი. ამბობს, რომ ბავშვობიდან ცრუმორწმუნეა, სჯერა მოჩვენებების და ავი თვალის.
მისი საყვარელი სამზარეულო იტალიურია, თვითონაც გადასარევი კულინარია და ოჯახის წევრებისთვის საკვებს ხშირად თავად ამზადებს. კარიერის დასაწყისში ლედი გაგა სტრიპტიზიორად მუშაობდა, მაშინ ის 18 წლის იყო. ფსევდონიმი „გაგა“ მას პირველად პროდიუსერმა მოარგო.
საინტერესოა, რომ გაგა და პერის ჰილტონი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაგა ძალიან ძვირად ღირებულ სკოლაში დადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ძალიან უჭირდა, მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მას კარგი განათლება მიეღო.
გაგა არა მხოლოდ მომღერალია, ის თავად წერს მუსიკას, მაგალითად, ბრიტნი სპირსის ბევრი ჰიტი სწორედ ლედი გაგას მიერაა დაწერილი. ცნობილია, რომ სუპერპოპულარული ჰიტი Born this way გაგამ არაფხიზელ მდგომარეობაში, სულ რაღაც 10 წუთში დაწერა.
გაგა მუსიკის ისტორიაში ცნობილია იმითაც, რომ მისი ერთ-ერთი ტურნე მსოფლიო მასშტაბით 150 დღეს გაგრძელდა. ამ დროს ის არაერთხელ გამხდარა ცუდად, სცენაზე გულიც კი წაუვიდა, მაგრამ გადაღლის გამო, შესვენება არასოდეს უთხოვია. გაგა ეპატაჟურია ცხოვრებაშიც, თანაც მაშინ, როცა საქმე ფინანსებს ეხება, ვარსკვლავი ოთხჯერ გაკოტრდა და ყოველ ჯერზე შეძლო სიტუაციიდან გამოძრომა. კერპებს შორის დონატელა ვერსაჩესა და ჯონ ლენონს ასახელებს. ამბობს, რომ ოცნებობს, ეცხოვრა 60-იან წლებში, სადაცა ჯონ ლენონის გულის მოსანადირებლად იბრძოლებდა. არასოდეს რეაგირებს კრიტიკაზე, რომელიც მისი მისამართით ისმის. გაგა მიიჩნევს, რომ მოდა და მუსიკა ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება, ალბათ, სწორდ ამიტომ, მისი ყველა კონცერტი და გამოსვლა ნამდვილ შოუს ჰგავს. ამბობს, რომ საკონცერტო სამოსს თავად ქმნის, ხატავს დიზაინს და შემდეგ ეს მონახაზი ატელიეში მიაქვს.
დაბოლოს, ლედი გაგას ნამდვილი სახელია სტეფანი ანჯელინა ჯერმანოტა, მას სახელი ბებიის პატივსაცემად დაარქვეს, ფსევდონიმის იდეა კი გაჩნდა „ქუინის“ ლეგენდარული ჰიტიდან Radio Ga Ga.