LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგამ მოძრაობის წესები დაარღვია

29

რამდენიმე კვირის წინ, ლედი გაგამ სიამაყით განაცხადა, რომ როგორც იქნა მართვის მოწმობა აიღო, თუმცა რამდენიმე დღის წინ, მომღერალი პოლიციელებმა სანომრე ნიშნების გარეშე მართვისთვის გააჩერეს.

ინციდენტი მალიბუში მოხდა, როდესაც ლედი გაგა თავის Ford F-150 SVT-ს მართავდა. მომხდარის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად განაცხადა.

კალიფორნიის შტატის კანონების თანახმად, ახალი ავტომობილის მფლობელები ნომერს ელექტრონული ფოსტით იღებენ, თუმცა ამ პროცესს შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს. როგორც ჩანს, ლედი გაგამ გადაწყვიტა, არ მოეცადა.

მომღერალმა არ დააკონკრეტა, მოუწია მას ჯარიმის გადახდა თუ პოლიციელებმა გამონაკლისი დაუშვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები