LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგამ მართვის მოწმობის აღება შეძლო

14

ბოლოს და ბოლოს, ლედი გაგას მძღოლის მოწმობა აქვს. მომღერალი უკვე რამდენიმე წელია საჭესთან ზის, თუმცა მოწმობის აღება მხოლოდ ახლა მოახერხა. სიახლის შესახებ ლედი გაგამ „ინსტაგრამზე“ დაწერა.

„რამდენიმე წლის ულიცენზიოდ მართვის შემდეგ, როგორც იქნა, მართვის მოწმობა მაქვს“, – წერს მომღერალი.

ლედი გაგამ „ინსტაგრამზე“ მეგობართან ერთად გადაღებული ფოტოც განათავსა, სადაც ის საჭესთან ზის.

მომღერალმა 2011 წელს აღიარა, რომ მართვის მოწმობა არ ჰქონდა.

 

13557180_1038066192952366_1593037341_n-e1467616400848

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები