LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგამ მალიბუს სანაპიროზე პროვოკაციული ფოტოსესია მოაწყო

48

უკვე რამდენიმე თვეა, ლედი გაგა ჯანმრთელობის პრობლემების გამო კონცერტებს აღარ მართავს. ვარსკვლავის წარმომადგენლის თქმით, ტურნეს ის შემოდგომაზე გააგრძელებს, თუმცა, კონკრეტული თარიღი უცნობია.

სანამ თაყვანისმცემლები, ვენეციის კინოფესტივალზე ლედი გაგას მონაწილეობით, ფილმის „ვარსკვლავის დაბადება“ პრემიერას სულმოუთქმელად ელიან, მომღერალმა მალიბუზე პროვოკაციული ფოტოსესია მოაწყო.

26 ივლისს ქსელში პაპარაცული ფოტოები მოხვდა, რომელზეც ის თეთრ გამჭვირვალე კაბაში ოკეანის სანაპიროზე პოზირებს. გადაღება საკმაოდ თამამი გამოვიდა, რადგან დასველებული კაბის მიღმა შიშველი ვარსკვლავის ნახვა გახდა შესაძლებელი.

უცნობია, რისთვის იგეგმება ფოტოსესია, თუმცა, თაყვანისმცემლებმა აღნიშნეს, რომ ლედი გაგა კარგ ფორმაშია.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები