LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლედი გაგა სიგიჟემდეა შეყვარებული“ – ახალი დეტალები წყვილის ურთიერთობის შესახებ

113
38546656-0-image-a-4-1611760271820

20 იანვარს, მთელი მსოფლიოს ყურადღება ვაშინგტონისკენ იყო მიპყრობილი. ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე მთავარი ჰედლაინერი მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი, 34 წლის ლედი გაგა გახდა, რომელმაც აშშ-ს ეროვნული ჰიმნი შესანიშნავად შეასრულა.

არტისტს გვერდს ახალი რჩეული, 36 წლის მაიკლ პოლანსკი უმშვენებდა, ისინი პაპარაცების ობიექტივში არაერთხელ  მოხვდნენ, როდესაც ერთმანეთს კორონავირუსის დამცავი პირბადეებით კოცნიდნენ. საზოგადოებას არ გამორჩენია ის ფაქტიც, რომ ლედი გაგა შეყვარებულს გვერდიდან არ შორდებოდა და კოცნის ინიციატორიც მუდამ თავად იყო. როგორც ჩანს, გაგა მაიკლზე სიგიჟემდეა შეყვარებული.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი პირად ცხოვრებას არ ასაჯაროვებს, გარკვეული დეტალები მაინც გამოიკვეთა.

„ლედი გაგა მასზე სიგიჟემდეა შეყვარებული, ის ბედნიერი და ამაყია, რომ მაიკლი მისი შეყვარებულია. მიუხედავად იმისა, რომ  პოლანსკის  საკუთარი ცხოვრება და კარიერა აქვს, მათ მაინც  ბევრი რამ აერთიანებთ“, – აცხადებს ინსაიდერი.

წყაროს ცნობით, ლედი გაგა და მაიკლ პოლანსკი საქველმოქმედო პროექტზე მუშაობენ, რომლის დეტალებიც ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.

ცნობისთვის, ლედი  გაგა და მაიკლ პოლანსკი 2019 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს. დასავლური მედიის ცნობით შესაძლოა მალე ყველაფერი ქორწინებითაც დასრულდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები