LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგა ორსულადაა? – შეღებილი თმა და თავისუფალი სტილის ტანისამოსი

194
39733386-0-image-a-30-1614205797868

34 წლის პოპ-ვარსკვლავი, ლედი გაგა იტალიაში იმყოფება. ვარსკვლავი რომში სასტუმროსკენ მიმავალ გაზაზე გადაიღეს. არტისტი საზოგადოების წინაშე სრულიად ახალი იმიჯით წარდგა. მას თმები ყავისფრად ჰქონდა შეღებილი და თავისუფალი, ბერძნული სტილის, ლეოპარდის პრინტიანი კაბა ეცვა.

საზოგადოების ყურადღება გაგას ოდნავ წამოზრდილმა მუცელმა მიიქცია. ინტერნეტსივრცეში კომენტარები არ წყდება. არტისტის თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ ის ორსულადაა და მუცელს თავისუფალი სტილის ტანისამოსით მალავს.

„მონსტრების დედა ორსულადაა“, „გაგა მუცელს მალავს“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, ლედი  გაგა და მისი ახალი რჩეული, მაიკლ პოლანსკი 2019 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს. დასავლური მედიის ცნობით შესაძლოა მალე ყველაფერი ქორწინებითაც დასრულდეს.

„ლედი გაგა მასზე სიგიჟემდეა შეყვარებული, ის ბედნიერი და ამაყია, რომ მაიკლი მისი შეყვარებულია. მიუხედავად იმისა, რომ  პოლანსკის  საკუთარი ცხოვრება და კარიერა აქვს, მათ მაინც  ბევრი რამ აერთიანებთ“, – აცხადებს ინსაიდერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები