7 აგვისტოდან, ლედი გაგა, Apple Music-ზე ახალ რადიოშოუს Gaga Radio გაუძღვება. ერთი თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ გაგა პირდაპირ ეთერში პოპ-მუსიკის ამბებს განიხილავს და სტუმრებსაც მიიღებს.
პირველ გადაცემაში ვარსკვლავი პროდიუსერ BloodPop-ს გაესაუბრება, რომელმაც მისი ბოლო ალბომის, Chromatica შექმნაში მიიღო მონაწილეობა. შემდეგი გადაცემა კი საცეკვაო მუსიკის განხილვას დაეთმობა.
„სახლში, უქმად ჯდომისას ვფიქრობდი, როგორ შეიძლება დავხმარებოდი საზოგადოებას, რომელისც თავისი არსით კეთილია“, – წერს გაგა „ინსტაგრამზე“.
https://www.instagram.com/p/CDg-awEsySc/?utm_source=ig_embed